logo
ENG



თელავი „ქვეყნის სამსახურში“

20 ოქტ 201919:21
3 წუთის საკითხავი
 
c2iglmf9h75ymkx.png

მოძრაობამ „ქვეყნის სამსახურში“ მოსახლეობასთან შეხვედრების სერია კახეთიდან დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ თელავის მერიამ მოძრაობის წევრებს აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა, საპროტესტო შეკრება ქალაქში მაინც გაიმართა. საღამოს ექვს საათზე ერეკლე მეფის მოედანზე ადგილობრივები შეიკრიბნენ და აღნიშნეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ქართული ხელისუფლება - პრორუსული.

საპროტესტო აქციას თელავში  შეუერთდნენ პოლიტიკოსები და თელავის სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

აქციის დასასრულს მონაწილეებმა წითელი ბარათი უჩვენეს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას.

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ საპროტესტო აქციებს გამართავს საქართველოს ყველა ქალაქში. მოძრაობის წევრების განმარტებით, სიმბოლურად ყოველი თვის 20 რიცხვში ისინი სხვადასხვა რეგიონიდან ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ ძალა ხალხშია და არა მათში.

მოძრაობა მომდევნო საპროტესტო შეკრებას 20 ნოემბერს გეგმავს ზუგდიდში .


close დახურვა