თელავში, სოფელ ვანთან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში კაცის ცხედარის პოვნის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დაკარგულს მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.