თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ვ.ზ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს.
გუშინ ღამით ვ.ზ-მ ხაჩიშვილს თელავის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მოკლა. ის დაკავებულია.
საქმეს კახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რის შემდეგაც, "შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზურაბ საჩიშვილი".
შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა მერიის თნამშრომელი, იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი.