თელავში, რუსთაველის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ძალადობას გულისხმობს.