თელავის აგრარული ბაზარი დღეს დილით გაიხსნა, მაგრამ ბაზრის ადმინისტრაცია დააჯარიმეს, ხოლო ბაზარი დაკეტეს.
როგორც „ფორმულას“ თელავის მერიაში განუცხადეს, ბაზრის ადმინისტრაციამ არ შეასრულა საკოორდინაციო საბჭოსა და ეპიდემიოლოგების მიერ მიცემული რეკომენდაციები.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიხსნება თელავის აგრარული ბაზარი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო სიტუაციის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება დღეიდან დაიწყო. ერთ-ერთი შეზღუდვა სწორედ აგრარულ ბაზრებს შეეხო, მაგრამ მათ მკაცრი რეკომენდაციების დაცვაც დაევალათ.