თელავის მუნიციპალიტეტში, პნევმატური იარაღიდან [ტირის თოფი] გასროლის შედეგად, 11 წლის ბიჭი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ კონდოლში იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდები იარაღით თამაშობდნენ.
დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მას დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით).