logo
ENG



თელასი: ამ დროისთვის ელექტროენერგია საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს არ მიეწოდება

29 აგვ 202316:46
3 წუთის საკითხავი
 
თელასი: ამ დროისთვის ელექტროენერგია საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს არ მიეწოდება

დღეს 15:14 საათზე ქვესადგური „საბურთალო-1“ მკვებავი 35-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გაითიშა, რის გამოც საბურთალოს რაიონის 28000 მომხმარებელს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. განცხადებას აღნიშნულის თაობაზე კომპანია თელასი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თელასის საავარიო სამსახური ადგილზე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს, რის შედეგადაც ელექტრომომარაგება 18:00 საათზე აღდგება.

"28 აგვისტოს საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე გაჩენილი ხანძრის გამო „თელასი“-ს მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. „თელასი“-ს საავარიო სამსახურმა უმოკლეს ვადებში შეძლო ავარიის აღმოფხვრა და ელექტრომომარაგების აღდგენა. თუმცა დრეს 35-კილოვოლტიანი ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა.

ომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა