თემქაზე, 143-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი მოპედს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დაშავებულია მოპედის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.