logo
ENG



თემქაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობა მერიას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვს

30 დეკ 202112:48
3 წუთის საკითხავი
clock 1153

თემქაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობა ამბობს, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებულია და მერიას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვს. 

მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ პრობლემის შესახებ იცის, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ. როგორც მოსახლეობა ამბობს, მუნიციპალიტეტის მერია მათ ბინებს შეპირდა, თუმცა ამ დრომდე მათი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებიათ. 

აქციის მონაწილეები კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და ამბობენ, რომ გზას გადაკეტავენ და პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"ჩვენ მოთხოვნაა დაკმაყოფილება ბინით, რაც ჩვენ გვეკუთვნის, ბინა ნგრევადია, გაზი არაა შემოყვანილი, ვთბებით შეშით, ვცხოვრობთ უკიდურეს მდგომარეობაში. ყველამ ყველაფერი იცის, დევნილთა სამინისტროდან იყვნენ მოსულები ნახევარი წლის უკან, შეგვპირდნენ, რომ ახალ წლამდე უნდა გადავსულიყავით", - ამბობს აქციის მონაწილე. 


close დახურვა