ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა მკვეთრ მატებას ვარაუდობს, თუმცა მიიჩნევს, რომ დისტანციას ევროპის წამყვან ქვეყნებთან პიკის პერიოდშიც შევინარჩუნებთ.
თენგიზ ცერცვაძე ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში იმყოფებოდა. მისი თქმით, კლინიკა ინოვაციური მეთოდებით მკურნალობს, რითიც ყველაზე მძიმე პაციენტის მდგომარეობაც კი გააუმჯობესეს.
„ეს იყო ჩვენი პირველი გასვლა თბილისიდან. ჩვენ ვაკონტროლებთ კლინიკური მენეჯმენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბათუმის კლინიკა „მედალფა“ არის ერთ-ეთი საუკეთესო. აქაური ექიმები იყენებენ ყველა სიახლეს, რაც კი მსოფლიოში არსებობს და რაც ნებადართულია. პრაქტიკულად ყველა პაციენტი, რომელიც კრიტიკული იყო, ან გამომჯობინდა, ან უკვე არის იმედი მათი გადარჩენის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„მედალფას“ კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს.