თერჯოლის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.