„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტის, კოტე ერისთავის თქმით, თვითდასაქმებულთა პრობლემა ცალსახად სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.
როგორც კოტე ერისთავმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ხელისუფლებამ უნდა მოიძიოს დამატებითი რესურსები, რათა ადამიანებს ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება შეეძლოთ.
„სახელმწიფომ უნდა გასცეს ადამიანებს პასუხი - როცა ერთი ხელით ზღუდავს საარსებო რესურსების მიღების შესაძლებლობას, მეორე ხელით უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. 30 წელია, ვერ შევქმენით სოციალური დაცვის სისტემა და არ გვაქვს შრომის სწორი პოლიტიკა - ვნახეთ, როგორ ისარგებლეს კომპანიებმა ამ ჩავარდნებით. კრიზისიდან უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და დავიწყოთ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა. ამ წუთას უნდა მოიზიდოს დამატებითი რესურსები", - განაცხადა კოტე ერისთავმა.
