logo
ENG



თვითიზოლაციაში მყოფი 11 მედიკოსი - ვანის მუნიციპალიტეტი შესაძლოა ჩაიკეტოს

09 აპრ 202020:02
3 წუთის საკითხავი
 

დახურული საავადმყოფო ვანში და თვითიზოლაციაში მყოფი 11 მედიკოსი. მას შემდეგ, რაც კოვიდ 19 ვანში მცხოვრებ ქალს დაუდასტურდა, მუნიციპალიტეტში მკაცრი ზომებია ამოქმედებული. კორონა ვირუსი დაუდასტურდათ 75 წლის პაციენტის ოჯახის წევრებსაც, ქმარს და სიძეს. ისინი მკრუნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან.

ვანის ყველა საზღვარი საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლდება. სპეციალურად მოწყობილ ბლოკპოსტებზე მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი, მოსახლეობის გადაადგილება იზღუდება და მიმდინარეობს დაინფიცირებული ქალის კონტაქტების ეპიდემიოლოგიური კვლევა. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქში 31 მოქალაქეა თვითიზოლაციის რეჟიმში.

ვანში  მოსახლეობის გადაადგილება სავარაუდოდ  კიდევ უფრო მეტად შეიზღუდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფიცირებულებთან კონტაქტების სრულად დადგენის პროცესი. 

ჩაიკეტება თუ არა სრულად ვანის მუნიციპალიტეტი ამ დრომდე უცნობია. 

 




 


close დახურვა