logo
ENG



თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, 28 ადამიანი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

18 მარ 202012:07
3 წუთის საკითხავი
 

თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 99 ადამიანია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.


close დახურვა