logo
ENG



თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 10 ადამიანი დააკავეს

22 მარ 202011:53
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო  საკარანტინო ზონებში იძულების წესით კიდევ 10 ადამიანი გადაიყვანა. სამართალდამცველებმა დამრღვევები იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ რეგულაციებს.

ეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების თანახმად, თვითიზოლაციის დამრღვევ პირებზე ფინანსური სანქციები გავრცელდება, განმეორებით შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.  ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 190  ადამიანია გადაყვანილი.


close დახურვა