logo
ENG



თვითმმართველობის არჩევნების II ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

03 ოქტ 202111:26
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 

ამის შესახებ დღეს, 3 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ თქვა. 

მეორე ტური შედგება როგორც თბილისში, ისე რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტში. 

თბილისის მერობისთვის კახა კალაძე და ნიკა მელია იბრძოლებენ.

რუსთავში - ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) და დავით კირიკიტაძე (ენმ). 

ფოთში - ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) და გიგი უგულავა (ენმ);

ბათუმში - არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) და გიორგი კირთაძე (ენმ); 

ქუთაისში - იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) და ხატია დეკანოიძე (ენმ); 

ზუგდიდში - მამუკა წოწორია (ქართული ოცნება) და ანზორ მელია (ენმ). 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების I ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 11:00 საათისთვის დათვლილია ბიულეტენების 85.04%. 

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული ხმები ასე განაწილდა:

ქართული ოცნება 47.6%; ენმ - 30.51%; გახარია - საქართველოსთვის - 7.62 %; ლელო - 2.63%; ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1.71%; დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1.45%; შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1.41%; მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი - 1.35%; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება - 1.28%; ანა დოლიძე - ხალხისთვის - 0.73%. 


close დახურვა