logo
ENG



თითიდან გამოწოვილ პრობლემებს ნუ ქმნით - ლაგოდეხის მერი რუსულენოვანი სკვერის მოწყობაზე

15 ივლ 202017:15
3 წუთის საკითხავი
 
l55tcok4wrtqyf6.jpg

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ ლაგოდეხში „რანის“ სტადიონის მიმდებარედ, რუსული წარმოების რუსულენოვანი ბავშვთა გასართობი სივრცე მოაწყო. აღნიშნულზე ინფორმაციას და ფოტოებს რადიო ჰერეთი ავრცელებს.

როგორც „ფორმულას“ ლაგოდეხის მერმა განუცხადა, არანაირი რუსულენოვანი სკვერი არ მოწყობილა. 

„არანაირი რუსულენოვანი არ მოწყობილა და არც არსებობს. სურათები რომ არის, შეისწავლეთ კარგად სიტუაცია, როგორ ხდება ტენდერის გამოცხადება, რა მონაცემებია. სატენდერო დოკუმენტია ნახეთ. თითიდან გამოწოვილ პრობლემებს ნუ ქმნით“, - აცხადებს მდივნიშვილი.

მდივნიშვილის თქმით, სკვერი ნახევარი წელია უკვე არსებობს და აქამდე არანაირი პრობლემა არ შექმნილა.

„ფორმულა“ შეეცადა ლაგოდეხის მერიის საიტზე ტენდერის შესახებ ინფორმაცია მოეძია, მაგრამ საიტზე ტენდერების შესახებ ინფორმაციაზე გადასვლა ვერ ხერხდება.

 

 


close დახურვა