logo
ENG



თინა ბოკუჩავა: ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს

08 ნოე 202013:57
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, მთლიანი ოპოზიციური სპექტრი თანხმდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და სწორედ ამის გასაპროტესტებლად იკრიბება დღეს საზოგადოება პარლამენტის წინ.

ბოკუჩავას თქმით, მთავარი გზავნილი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, რაზეც ასევე საუბარია ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში:

"დოკუმენტს უერთდება ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ლეგიტიმურად არ ცნობს იმ 31 ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა... დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ მოვა ათასობით ჩვენი მოქალაქე. ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშლება, თუ თვლის, რომ შეუძლია მოიპაროს არჩევნები, შემდეგ შემოიღოს ფსევდო შეზღუდვები, ადამიანები დასხდნენ სახლში და მშვიდად შეეგუონ ამას.

დოკუმენტს დღესაც წაიკითხავენ ოპოზიციის ლიდერები, თუმცა მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ რომ ამ დოკუმენტში იქნება საუბარი არჩევნების ლეგიტიმურობის არცნობაზე, ხელახალ არჩევნებზე და იმაზე, რომ ეს ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. დაუშვებელია გამყალბებელი ჟვანიას პირობებში არჩევნების ჩატარება", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყება. ოპოზიციური პარტიები აქციას სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობებით შეუერთდებიან.

 


close დახურვა