logo
ENG



თინა ბოკუჩავა: მოსალოდნელი იყო, რომ კლანის წევრები უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესდებოდნენ

12 დეკ 201917:24
3 წუთის საკითხავი
 
hfx8tcvs421ba5r.jpg

„მოსალოდნელი იყო, რომ კლანის წევრები უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესდებოდნენ“, - ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი განცხადებით, დეპუტატებად წოდებული „ქართული ოცნების“ წევრები სრულ მონებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე ასრულებენ ყველა დავალებას, რასაც ივანიშვილის მხრიდან მიიღებენ.

„მოსალოდნელი იყო ის რაც ჩვენ ვიხილეთ სხდომათა დარბაზში, რომ კლანის წევრები გამწესდებოდნენ უზენაეს სასამართლოში უვადოდ იმიტომ, რომ ასეთი იყო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა. კარგად ვხედავთ, რომ დეპუტატებად წოდებული „ქართული ოცნების“ წევრები სრულ მონებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე ასრულებენ ყველა დავალებას, რასაც მიიღებენ ივანიშვილის მხრიდან. უზენაეს მოსამართლედ დაინიშნა შალვა თადუმაძე, რომელიც უდიპლომო და უვიცია. გენპროკურორი ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი, რომელიც დღემდე ვერ გამოვიდა ამ როლიდან და გასაუბრებისას ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობდა და შეირცხვინა თავი საზოგადოების წინაშე. მაგრამ ის სამაგიეროდ ამბობდა, რომ მისი ყველაზე დიდი მიღწევა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლაა. ახლა ხომ გასაგებია, რა კრიტერიუმებით შეირჩნენ ეს ადამიანები? ისინი შეირჩნენ მორჩილების ნიშნით იმიტომ, რომ ყველა მათგანი კლანის წევრია და მზად იქნებიან შეასრულონ ნებისმიერი პოლიტიკური დაკვეთა უზენაეს სასამართლოში. ეს იქნება არჩევნებთან დაკავშირებით, ეს იქნება მედიის მიტაცების მცდელობა, ეს იქნება ამა თუ იმ ბიზნესმენზე შეთითხნილი საქმეების წარმოება და ამით პოლიტიკური ოპონენტის გაწევა მოედნიდან. ნებისმიერ საქმეზე ხელმომწერები არიან ის ადამიანები ვინც დღეს გაამწესა უვადოდ პარლამენტმა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, აქედან 2 მოქმედი კანდიდატია.


close დახურვა