"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან შალვა თადუმაძის ამოღებას ითხოვს. ბოკუჩავა მისი იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საკთხსაც აყენებს.
ეს განცხადება ენმ-ს დეპუტატმა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დააყენა, სადაც ამ წუთებში თადუმაძეს, როგორც მოსამართლეობის კანდიდატს, უსმენენ.
სხდომის დაწყებამდე, შალვა თადუმაძემ ჟურნალისტების კითხვებს მისი განათლების შესახებ არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ შალვა თადუმაძის იურიდიული განათლება ამ დრომდე სადავო და გაუგებრობებით მოცულია. მის მიერვე წარდგენილი დოკუმენტებით, შალვა თადუმაძე სტუდენტი 15 წლის ასაკში გახდა. 1993 წელს ჩააბარა „თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის" იმ ფაკულტეტზე, რომელიც, სინამდვილეში, იმ დროს არ არსებობდა და ერთი წლის შემდეგ შეიქმნა.