logo
ENG



თინა თერნერს მიუზიკლი მიუძღვნეს

08 ნოე 201911:23
3 წუთის საკითხავი
 
5a1685b4rxsxalk.jpg

თინა თერნერს მიუზიკლი მიუძღვნეს. ბროდვეიზე გამართულ პრემიერას, მთავარ გმირთან ერთად, შოუ-ბიზნესის სხვა ვარსკვლავებიც დაესწრნენ, მათ შორის ოპრა უინფრი, სპაიკ ლი და ვუპი გოლდბერგი.

შოუ ორსაათნახევარი გრძელდება და მომღერლის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპს ასახავს. მიუზიკლის შემდეგ სცენაზე თავად თინა თერნერიც ავიდა და დასსა და დამსწრე აუდიტორიას მადლობა გადაუხადა.

ლეგენდარული მომღერლის თქმით, ის ასეთი ბედნიერი, როგორიც პრემიერის დროს იყო, არასდროს იქნება.


close დახურვა