logo
ENG



თინა ხიდაშელი: ბიძინა ივანიშვილი ტრაგიკულად იხლართება მისივე დაგებულ მახეებში

18 ნოე 201921:42
3 წუთის საკითხავი
 
aoz3tfy4niw0lfb.jpg

„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელის, თინა ხიდაშელის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მისივე დაგებულ მახეებში იხლართება.

„ბიძინა ივანიშვილი ტრაგიკულად იხლართება მისივე დაგებულ მახეებში. ქაოტურობას მუდმივად გვიდასტურებს ის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ხლართები არის, როდესაც გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს უპირისპირდებიან საჯაროდ და, როგორც ამ კენჭისყრის დრო ვნახეთ, „შიდა ამბოხებებს“ აწყობენ“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მიმდინარე მოვლენების შესახებ თინა ხიდაშელმა სოფო ზურაბიანთან ისაუბრა „პოლიკის ფორმულის“ პირდაპირ ეთერში.


close დახურვა