logo
ENG



თინა ხიდაშელი: ყველა ფრაზა, რომელიც ამ წერილებში მოვისმინეთ არის თანაბრად საგანგაშო

30 იან 202022:56
3 წუთის საკითხავი
 

„ყველა ფრაზა, რომელიც ამ წერილებში მოვისმინეთ არის თანაბრად საგანგაშო,“ - ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თინა ხიდაშელი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, პროტესტი ვაშინგტონში და ბრიუსელში დიდი ხნის წინ დაიწყო მაგრამ ივანიშვილის გაუგონარი ქმედება, რომელიც პროპორციული არჩევნების არ ჩატარებას ეხება ყველასთვის ბოლო წვეთი იყო.

„ყველა ფრაზა, რომელიც ამ წერილებში მოვისმინეთ არის თანაბრად საგანგაშო. მთელი სპექტრია ამ წერილებში პრობლემების მოცემული, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. არაფერია აქ ახალი ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, სამწუხაროდ ყოველდღიურად ამას ვუყურებთ და ამ ვითარებაში ვცხოვრობთ. მაგრამ ამასობაში, როდესაც ამის შესახებ საჯაროდ მოგიწოდებენ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველაფერი რაც იმ წერილებში წერია, რომ ეს ითქმება საჯაროდ. ეს საჯაროობა ნიშნავს იმას, რომ ყველა რესურსი ამოწურულია. თქვენ ფიქრობთ, რომ იმ დღეს დაიწყო პროტესტი ვაშინგტონში ან ბრიუსელში, როდესაც პირველი წერილი გამოქვეყნდა? რათქმაუნდა არა, ამას წინ უსწრებდა რამოდენიმეთვიანი ძალიან გრძელი კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლების სხვადახხვა შტოს წარმომადგენლებთან, როგორც პარლამენტში ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, იმის შეხსენებით, რა პირობებიც იყო გაცემული ქართული ოცნების მიერ 2016 წლის არჩევნებზე, რა დაპირებებიც იყო გაცემული მათ მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. იმის შედეგ რაც ყველა რესურსი ამოიწურა და ივანიშვილმა გაუგონარი ნაბიჯი გადადგა და გადამგდებად იქცა ეს იყო ბოლო წვეთი წყევლასთვის,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ქართული ოცნების" კრიტიკა ვაშინგტონიდან არ წყდება. მორიგი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად სენატორებისგან მიიღო

კომიტეტის თავმჯდომარე „რესპუბლიკელი" სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვედა კომიტეტის უმცირესობის „დემოკრატი" ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადაიხედოს.


close დახურვა