თამთა თოდაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველები გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, თავდაპირველად ისინი გაესაუბრნენ თოდაძესა და დედამისს, შემდეგ კი ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს გამოკითხვის მიზნით.
„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“, - წერია შსს-ს განცხადებაში.
საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.