იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს უსმენდნენ. ლონდა თოლორაის განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების უმეტესი ნაწილი შეეხება სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. ამ მიმართულებით სასამართლოს მხიდან 1362 განჩინება გაიცა. სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს უკვე დაეკისრა.
ანგარიშში ასევე იმ გამოწვევბზე და პრობლემებზეა საუბარი, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვას ეხება, რაზეც მომართვიანობა შედარებით გაზრდილია.
„ჩვენ გამოვავლინეთ 135 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რომელზეც 96 შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრა კერძო ორგანიზაციებს, ხოლო 39 შემთხვევაში საჯარო დაწესებულებებს. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისგებლობის დაკისრებით. ამის პარალელურად, ჩვენ შესაბამის ორგანიებს ვაძლევთ სავალდებულო შესასრულებებ დავალებებსა და რეკოემნდაციებს თუ როგორ უნდა აღმოფხვრან ნაკლოვანებები მათ უწყებებში.
"სამწუხაროდ, ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც ვიდეოთვალთვალის პარალელურად, ხორციელდება დასაქმებულთა აუდიოთვალთვალი. ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც ორგანიზაციების გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერები გარდა ვიდეო ჩაწერისა, ახორციელებს აუდიო-ვიდეო ჩაწერას“, - განაცხადა თოლორაიამ.