logo
ENG



თორნიკე მამალაძე: დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია

14 თებ 202421:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/14/cqjwq3jhe3qxmnb.png

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ძმა თორნიკე მამალაძე ავრცელებს. 

"7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია", - წერს თორნიკე მამალაძე.  

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფდა.

ოჯახი წლებია, რაც დეკანოზის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. ისინი გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასაც ითხოვდნენ. 


close დახურვა