logo
ENG



თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია

29 იან 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძმამ მოინახულა. თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ისინი სასჯელის გადავადების მოთხოვნით სარჩელს მიმდინარე კვირის ბოლოს შეიტანენ.

„ჯანმრთელობის მდგომარეობს გაუარესებულია გამომდინარე იქიდან, რომ 11 თვეა პარალიზებულია. პარალიზებული ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით აქვს დაწვრილებული, რაც ციხის საავადმყოფოს ექიმებს ოქმებშიც აქვთ მითითებული. ვითხოვთ, რომ ჩემი ძმის მკურნალობა მოხდეს ადეკვატურ დაწესებულებაში. ვამზადებთ სარჩელს და კვირის ბოლოს ვფიქრობთ, რომ უკვე სარჩელი საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნება, სადაც მოვითხოვთ, რომ კანონიდან გამომდინარე ჩემი ძმის მკურნალობა მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.


close დახურვა