აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესის საბჭოს არჩევნებისთვის ქართული ოცნების დელეგატები წარადგინა.
ბათუმში ოცნების დელეგატი იქნება - რამაზ ჯინჭარაძე, ის ბათუმის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა, ქობულეთში - უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი - ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურში - ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინდია დიასამიძე, ქედაში - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მამუკა თურმანიძე, შუახევში - უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოში - მოქმედი მერი, ვახტანგ ბერიძე.
რიჟვაძე ამბობს, რომ ძირითადი კრიტერიუმები, რის გამოც ხსენებული ხალხი შეარჩიეს "პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერებაა".
***
ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიის თბილისის დელეგატები გუშინ წარადგინა.