logo
ENG



თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა სამწუხარო და მიუღებელია - ზურაბიშვილი

09 ივლ 202016:19
3 წუთის საკითხავი
clock 2441
1nwj6q1g691v7hg.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, შენგელიას გადაწყვეტილება მისთვის სამწუხარო და მიუღებელია.

„ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის ცსკაში გადასვლასთან დაკავშირებით“, - წერს ზურაბიშვილი.

თორნიკე შენგელიამ ესპანური "ბასკონია" 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ "ცსკა"-ში გადავიდა. ეს ფაქტი თავად ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და ქართველ კალათბურთელს "ბასკონიაში" გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს


close დახურვა