logo
ENG



თუ მთავრობა ვადას არ გადაწევს, ანაკლიის კონსორციუმი საარბიტრაჟო დავას დაიწყებს

30 ოქტ 201920:24
3 წუთის საკითხავი
 
5f762xqt9iqba9x.png

პარლამენტში 4-საათიანი მოსმესმენისას ანაკლიის კონსორციუმმა მთავრობას პროექტის გადარჩენის სამპუნქტიანი გეგმა შესთავაზა. ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელებისთვის ამ ეტაპზე ხელისუფლების 50 მილიონიანი გარანტიაა საჭირო. კონსორციუმის წევრების მტკიცებით, სწორედ ამ გარანტიას ელოდებიან ინვესტორები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები.

მთავრობის დამოკიდებულება კი პროექტის მიმართ უცვლელია. პარლამენტში ქვეყნის სტრატეგიულ პროექტზე მსჯელობა ისე დასრულდა, რომ სხდომაზე მმართველი გუნდის მხოლოდ ერთი დეპუტატი იყო. 4-საათიანი განხილვის შემდეგ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გადარჩენის გეგმა ცნობილია. ლევან ახვლედიანის 3-პუნქტიანი ხედვაში ერთ-ერთი პუნქტი მთავრობისა და ინვესტორების ურთიერთობას, მეორე პუნქტი კი  ფინანსურ ნაწილს ეხება, რომელშიც მთავრობა უნდა ჩაერთოს.

იმ შემთხევვაშ თუ 3 ძირითად საკითხზე მთავრობასთნ შეთანხმდებიან ანაკლიის პორტის მშენებლობა 6 თვის თავზე დაიწყება, თუ მთავრობა ვადას არ გადაწევს და ხელშეკრულება გაწყდება კონსორციუმი სარბიტრაჟო დავას დაიწყებს.

 


close დახურვა