logo
ENG



თუ პენსიის ზრდის კანონი შემოვა, უნდა გავრცელდეს ყველაზე - ბექა ნაცვლიშვილი

09 ივნ 202018:15
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი დეპუტატები საპენსიო კანონპროექტს აკრიტიკებენ - მათი თქმით, ასაკობრივი მიჯნის დაწესება პენსიის ზრდის საკითხზე უსამართლო მიდგომაა.

ფინანსთა მინისტრის მიერ მომავალ წელს დაანონსებულ საპენსიო ზრდას კრიტიკა მოჰყვა - გიორგი კაკაურიძის განმარტებით, მთავრობა ვალდებულებას იღებს, პენსიები გაზარდოს.

„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მთავრობა ვალდებული იქნება პენსიების ზრდისთვის გაითვალისწინოს არანაკლებ ოცი ლარი 70 წლამდე პენსიონერებისთვის, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის 25 ლარი იქნას გათვალისწინებული", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ დაყოფა უთანასწოროა - მისივე განმარტებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ 70 წლამდე პენსიონერებს ნაკლები ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან.

„ჩვენ ვყოფთ 70 წლამდე პენსიონერებს და 70 წელს ზემოთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მათ სოციალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რომელსაც უზრუნველყოფს ოჯახი. რა გარანტია გაქვთ, რომ 70 წლამდე პენსიონერების მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე 70 წელს გადაცილებულისა? თუ ეს კანონი შემოვა, უნდა გავრცელდეს ყველაზე", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.


close დახურვა