logo
ENG



თუ ხელისუფლება მოცემულ სიტყვას არ შეასრულებს, ოპოზიცია და საზოგადოება ქუჩაში გავა-ბაქრაძე

13 ნოე 201911:13
3 წუთის საკითხავი
 
jdk2eul3lkumfm5.jpg

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკიტხებზე იმსჯელებენ. "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ამჯერად ქვეყნის სტაბილურობა მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. კერძოდ, პროპორციული საარჩევნო სისტემის არმოღება ქვეყანაში რადიკალიზაციას და არეულობას გამოიწვევს. 

"ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა მკვეთრად შეამცირებს პოლიტიკურ სივრცეს და პროცესებს მთლიანად გადაიყვანს რადიკალიზაციის და ქუჩის კალაპოტში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არაა "ევროპული საქართველოს" განზრახვა და ჩვენი ამოცანაა "ქართული ოცნების" არჩევნების გზით დამარცხება, მაგრამ გადაყწვეტილება და ბურთი ახლა მმართველ გუნდზეა. თუ ისინი გადაუხვევენ მიცემულ სიტყვას, მაშინ ოპოზიციას და საზოგადოებას სხვა გზა არ დარჩება თუ არა ქუჩაში გამოსვლა. იმედია ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ დღეს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს ყველა საკითხზე, მაგრამ პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა განისაზღვრება იმით, რომ ასეთი ფუნდამენტური დაპირებები  შესრულედეს. ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" გუშინ კიდევ ერთხელ გამომაჟღავნა ერთი მხრივ პოლიტიკური უმწიფარობა და მეორე, ის რომ მათთვის პირადი ინტერესები ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ქვეყნის სტაბილურობა",- განაცხადა ბაქრაძემ. 

 


close დახურვა