logo
ENG



თუთიყუშების მბრძანებელი - დროება

02 აპრ 202320:36
3 წუთის საკითხავი
 

ოლიგარქის და თუთიყუშების ვიდეო ყველამ ნახეთ, ალბათ ზოგმა ისიც თქვით - კაცს ბუნება უყვარს, პოლიტიკიდან წავიდა და უნდა თუთიყუშებს აჭმევს ხელიდან, უნდა ბაო-ბაბის ხის ჩეროში დაისვენებსო, მაგრამ ვფიქრობ ამის გამფიქრებელსაც არ სჯერა ბოლომდე რომ ის სადმე წავიდა. როგორც ჩანს, ამ ვიდეოთი ივანიშვილი უბრალოდ შეეცადა ქვეყნის გარეთ გაეშვა გზავნილი, რომ მან არ იცის რას შვრებიან კოლექტიური ღარიბაშვილები, კობახიძეები, ხალხის ძალა და პროპაგანდისტები. ის ამ ვიდეოთი შეეცადა ეთქვა, რომ მიტაცებული სახელმწიფოს საგარეო კურსის ცვლილება - მოსკოვის ჟანგიან მატარებელში ბოლო ვაგონად ჩაბმა მასთან კავშირში არ არის, რომ ანტიდასავლური ისტერიასთან მას კავშირი არ აქვს. ამ ძალიან ხელოვნური ვერსიის უსიცოცხლო ფესვებს წყალი თავისი გამოსვლით პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც დაასხა. თუმცა დანარჩენზე აღარც მის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტს სჯერა - სალომე ზურაბიშვილმა ის ოლიგარქად უკვე გამოაცხადა.


close დახურვა