logo
ENG



თურნავა: Wizz Air ფრენებს სექტემბერში განაახლებს

17 სექ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, იაფი ავიაკომპანია Wizz Air საქართველოს მიმართულებით ფრენებს სექტემბერში აღადგენს.

მისივე თქმით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები Ryanair-თანაც მიმდინარეობს. 

"უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას Wizz Air-ის რეგულარული ფრენების, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით. ასევე აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს Ryanair-თან თუ რა თანმიმდევრობით აღდგება ფრენები, ესეც ასევე წელს გაირკვევა", - თქვა თურნავამ ჟურნალისტებთან.

"ფორმულა" ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, კონკრეტულად რომელ თვეზეა საუბარი. სამინისტროში გვითხრეს, რომ Wizz Air ფრენებს სექტემბერში აღადგენს. 


close დახურვა