logo
ENG



თურნავა: ამ კვირაში საპრივატიზაციოდ 150-მდე ობიექტი გამოვა

26 აპრ 202115:10
3 წუთის საკითხავი
 
თურნავა: ამ კვირაში საპრივატიზაციოდ 150-მდე ობიექტი გამოვა
საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობა მაქსიმალურად აჩქარებს პრივატიზაციის პროცესს და მიმდინარე კვირაში აუქციონზე 150-მდე ლოტი გავა. 

მისი თქმით, აუქციონი პროგრამის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ტარდება. 

"წარმოდგენილი იქნება 150-მდე ლოტი - როგორც ძველი, ასევე ახალი საინტერესო ობიექტები. დაჩქარებული პრივატიზაცია საბიუჯეტო შემოსავლების რესურსია და სწორედ ეს შემოსავლები ხმარდება მათ შორის, ახალ მასშტაბურ პროგრამებს.

პირველივე აუქციონი ძალიან კარგი შედეგებით დასრულდა. გამოტანილი საერთო ჯამური 41 მილიონი ლარის პაკეტი გაიყიდა 60 მილიონ ლარად. ეს იყო 250-ზე მეტი ლოტი. ამ კვირაში ჩვენ შემდეგ აუქციონს ვაცხადებთ და აქაც იქნება 150-მდე სხვადასხვა ლოტი - როგორც ძველი ობიექტები, ასევე დამატებული ახალი, საინტერესეო ობიექტები". - თქვა თურნავამ

მინისტრის შეფასებით, გარდა იმისა, რომ აუქციონის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შევა მნიშვნელოვანი თანხა, ასევე, "არ დარჩება დაუმუშავებელი მიწა, არ გვექნება ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ნანგრევი შენობები, რომელიც არ იქნება ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართული და არ გვექნება გაჩერებული, ძველი ისტორიის მქონე სახელმწიფო საწარმოები". 

"ყველაფერი იპოვის თავის პატრონს. ქონება გადაეცემა კერძო სექტორს, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს". - თქვა ნათია თურნავამ.


close დახურვა