რუსულ გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები კონტრაქტის პირობების დაზუსტებას ემსახურება.
ნათია თურნავას თქმით, ამ დროისთვის საქართველოს ბაზარზე საბითუმო ფასები იკლებს, როგორც გაზგასამართი სადგურებზე ისე საწარმოების გაზმომარაგების კუთხითაც.
განიხილება თუ არა საქართველო იმ ქვეყნების სიაში, რომელსაც ევროკავშირის საზღვრებს გაუხსნის, ამ კითხვის საპასუხოდ მინისტრმა თქვა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, ისრაელთან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან, იმისთვის, რომ საქართველო ე.წ მწვანე კორიდორად განიხილონ.
"ჩვენი მოლაპარაკე გაზის ყველა მომწოდებელთან, რასაც ამ ბოლო დროს ვაწარმოებთ, მათ შორის "გაზპრომთან" არის წარმატებული. ყველა ცვლილება და დაზუსტება შედის კონტრაქტში, ემსახურება საქართველოში კონკურენტული გარემოს შექმნას", - განაცხადა თურნავამ.