logo
ENG



თურნავა დავითაშვილით შეცვალეს

09 თებ 202214:02
3 წუთის საკითხავი
 

ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი დატოვა. მას ლევან დავითაშვილი შეცვლის, რომელიც აქამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია შაბათის ფორმულამ 5 თებერვალს გაავრცელა

თურნავას განცხადებით, გუნდის ერთგულ წევრად რჩება, თუმცა სურს, "ძალები სხვა ასპარეზზე მოსინჯოს".

"მინდა, მადლობით დავიწყო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გუნდს, მადლობა ჩვენი სამინისტროს გუნდს, ვის გვერდითაც ვიმუშავე 3 წლის განმავლობაში. ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი პატივი იყო ის ნდობა, რაც მე გუნდმა გამომიცხადა. 3 წლის განმავლობაში ვმსახურობდი ამ მაღალ, საპატიო თანამდებობაზე, ვიყავი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი და ეს იყო მართლაც რთული წლები, მაგრამ რაც მთავარია შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა გაჯანსაღდება, ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება. ახლა მოდის პერიოდი ახალი ინიციატივების, ახალი გამოწვევებია და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ლევანი, თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, თავისი გამოცდილებით, თავისი პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი და მას წარმატებას ვუსურვებ.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ეს 3 წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საპატიო, მაგრამ რთული. მე მაქვს სურვილი, რომ გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით, ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის, როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, გავანდობ საზოგადოებას", - თქვა თურნავამ ბრიფინგზე.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2019 წლის 19 აპრილს დაინიშნა.


close დახურვა