logo
ENG



თურნავა პრეზიდენტის განცხადებაზე: მან უკვე გააკეთა განმარტება და ისარგებლეთ ამ განცხადებით

11 დეკ 201914:50
3 წუთის საკითხავი
 
ux8c5ctdg9xa7cd.jpg

საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უკვე გაავრცელა განმარტება. მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადება იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯარი განვითარდეს და იყოს ნატოს სტანდარტების, პრეზიდენტის განცხადებას რაც შეეხება, მან უკვე გააკეთა განმარტება, რომ ეს იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი. იხელმძღვანელეთ ამ განმარტებით. აქ არის მთავარი ის, რომ ჩვენი ჯარი არის ჩვენი პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაავრცელა ფეისბუკპოსტი მის გუშინდელ განცხადებაზე, რომელშიც წერს, რომ მიმდინარეობს პრეზიდენტის მიზანმიმართული ბულინგი. ასევე, განმარტებითი განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის პრესსამსახურმაც.


close დახურვა