ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენა ივლისის ბოლოსთვის გადაიწევს. მისი განცხადებით, ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებას ელოდება, რომლებმაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმოსვლა უკვე განაახლეს.
„ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება ვიზიტორებისთვის, გარკვეული კატეგორიებისთვის გააუქმოს სავალდებულო კარანტინის მოთხოვნა. ველოდებით ევროკავშირი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ფრენები რეგულარული იქნება თუ ჩარტერული, ჩვენ კი მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას გარკვეულ ქვეყანასთან, ტრანსპორტირების პრობლემა არ იქნება, მთავარია ეს ჩვენთვის უსაფრთხო უნდა იყოს“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.