ნათია თურნავას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, ახლა აღარ ადარდებს მიხეილ სააკაშვილის ბედი. ეკონომიკის მინისტრის აზრით, როცა მსოფლიოში უამრავი ადამიანი შიმშილობს, მისთვის მესამე პრეზიდენტზე შეკითხვის დასმა არაადეკვატურია.
რაც შეეხება თავად მოსახლეობის შიმშილზე. ნათია თურნავა ის მინისტრია, რომელიც ამტკიცებს, რომ ეკონომიკა გამოცოცხლებულია და წინ მიდის. არადა, საპირისპიროს ამბობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მდგომარეობა ყველა მიმართულებით გაუარესებულია.