logo
ENG



თურქეთ-სირიის საზღვარზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

20 თებ 202322:00
3 წუთის საკითხავი
clock 566
2023/02/20/w7mm5moxnduo7ql.png

თურქეთ-სირიის საზღვარზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში დაზიანდა შენობები.

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. გამოცემის ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა ეგვიპტესა და ლიბანშიც.

***

ბოლო 20 წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა.

მიწისძვრამ 46 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია საქართველოს 5 მოქალაქე.


close დახურვა