logo
ENG



თურქეთ-სირიის ტრაგედია - შაბათის ფორმულა

11 თებ 202320:39
3 წუთის საკითხავი
 

უმძიმესი ტრაგედია თურქეთ-სირიის საზღვარზე, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. დაღუპულთა რაოდენობა 24 ათასამდე გაიზარდა. დაშავებულების რიცხვი კი 80 ათასს აჭარბებს. სამაშველო სამუშაოები უკვე 120 საათზე მეტია, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ცოცხლად პოვნის შანსი, სულ უფრო მცირეა, თუმცა დღეს, მაშველებმა 16 წლის მოზარდის გადარჩენა შეძლეს. თურქეთის რამდენიმე ქალაქი, ნანგრევებად იქცა, საზარელი მიწისძვრის შემდეგ, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები, ღამეებს სპეციალურ კარვებში ათევენ. ტრაგედიის ეპიცენტრში, უკვე რამდენიმე დღეა, მუშაობს ფორმულას გადამღები ჯგუფი, დროების ჟურნალისტი, რატი მუჯირი ამჯერად გაზიანტეფში იმყოფება.


close დახურვა