logo
ENG



თურქეთი რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ემზადება

21 აპრ 202212:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/19fd6vnthpnsuy2.jpg

თურქეთი თხევად ბუნებრივ გაზზე გადასვლით, რომელსაც ამერიკიდან და ევროპული ქვეყნებიდან შეიძენს, რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს

თურქეთი და Deutsche Bank AG არიან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპებზე, რის შედეგადაც თურქეთი მიიღებს სესხის სახით 1 მილიარდ ევროს [1,1 მილიარდი დოლარი] თხევადი ბუნებრივი აირის [ LNG ] შესყიდვების დასაფინანსებლად, რაც შეამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას რუსულ იმპორტზე. 

Botas, თურქეთის სახელმწიფო კომპანია, გამოიყენებს ფულს LNG-ის ​აშშ-ს და ევროპელი მწარმოებლებისაგან შესაძენად.

სავარაუდოთ, შეთანხმებაზე ხელი რამდენიმე კვირაში მოეწერება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს განახორციელოს გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია. ამჟამად ამ მხრივ თურქეთის ბაზარზე რუსეთი და ირანი დომინირებს. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულმა სანქციებმა, რომლებმაც გაზის გაძვირება გამოიწვიეს, დააზარალა, როგორც თურქეთი, ასევე სხვა ევროპული ქვეყნები. 2023 წლის არჩვენების გამო, თურქეთის მთავრობა არ აძლევს სახელმწიფო ფირმებს იმის საშუალებას, რომ ინფლაციასთან ბრძოლის კონტექსტში გადასახადები მომხმარებელზე გადაიტანონ. 

დასავლური ფინანსური ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილი ფინანსური გარიგებები დაეხმარება თურქეთს დააფინანსოს ძვირადღირებული LNG შესყიდვები და შეამციროს დამოკიდებულება რუსეთიდან იმპორტზე, რომელიც აკმაყოფილებს თურქეთის გაზის საჭიროების ნახევარზე მეტს.

ანკარის მთავრობა აგრძელებს უკრაინას სამხედრო დრონების მიწოდებას, ხოლო მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული სანქციებისთვის შეერთებისაგან თავს იკავებს.


close დახურვა