logo
ENG



თურქეთი სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავს

06 ოქტ 201913:25
3 წუთის საკითხავი
 
i53xn26b2tt2oq6.jpg

თურქეთი სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავს.

ქალაქ აკჩაკალეში ჯავშანტექნიკა სამხედროებთან ერთად უკვე ჩავიდა. კოლონის გაგზავნას წინ უძღოდა თურქეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილოეთით შესაძლოა ნებისმიერ წუთს დაიწყოს. 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ვაშინგტონს ბრალდება წაუყენა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არასაკმარის ნაბიჯებს დგამს თურქეთის საზღვრიდან ქურთი მებრძოლების გასაყვანად.

ნატოს მოკავშირეები - თურქეთი და შეერთებული შტატები - აგვისტოში სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ, თუმცა, ოფიციალური ანკარა ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ამ შეთანხმების შესრულებას აჭიანურებს.


close დახურვა