თურქეთიდან საქართველოში შემოტანილ 25 000 კილოგრამ კარტოფილში კარტოფილის კიბოს არსებობა დადასტურდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კვლევა საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.
მათივე ცნობით, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.