logo
ENG



თურქეთის არჩევნები

12 მაი 202321:17
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური კოალიციის კანდიდატის მხარდაჭერა იზრდება. წინასწარი პროგნოზითა და კვლევებით, არის შანსი, რომ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა არჩევნების პირველივე ტურის შედეგადაც დასრულდეს. ქემალ ქილიჩ დარ ოღლუს პარტია ასევე ძლიერ კონკურენციას უწევს ერდოღანის პოლიტიკურ ძალას საპარლამენტო არჩევნებშიც. სწორედ ოპოზიციის კანდიდატი ალაპარაკდა დღეს რუსეთის ჩარევაზე თურქეთის არჩევნებში. ამას ემთხვევა თურქი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერდოღანის მთავარი მეტოქის ლიკვიდაცია იგეგმება. თურქული მედია სავარაუდო თავდასხმას საქართველოდან ჩასულ ჯგუფებს უკავშირებს.


close დახურვა