საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 22-დან 26 აპრილამდე თურქეთში გარეთ გასვლა იკრძალება.
“თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 22 აპრილის 24 საათიდან 26 აპრილის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.
‼️ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, - წერს ჯანჯღავა.