logo
ENG



თურქეთის ომბუდსმენი: ერდოღანი პუტინთან და ზელენსკისთან ჰუმანიტარულ დერეფანზე ისაუბრებს

13 იან 202300:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/13/3yt8yg3edamq1im.jpg

უკრაინული მედია თურქეთის მთავარ ომბუდსმენზე შერეფ მალკოჩიზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს. მისი ცნობით, საუბარი, სავარაუდოდ, დღეს ან ხალ წარიმართება და ჰუმანიტარულ დერეფანს შეეხება.

"მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს პრეზიდენტს ამ საკითხზე დღეს ან ხვალ ექნება სატელეფონო საუბარი როგორც ზელენსკისთან, ასევე პუტინთან. ამის შემდეგ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ ამას ერთად გავუწევთ კოორდინაციას", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო საჭირო სამუშაოები ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად.

ამასთან, ერთი დღით ადრე ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის ომში დაშავებულებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას თურქეთი მხარს უჭერს.


close დახურვა