logo
ENG



თურქეთის ოპერაცია სირიის ტერიტორიაზე უნდა შეწყდეს - ემანუელ მაკრონი

14 ოქტ 201907:59
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული ქვეყნების ლიდერების პოზიცია ერთიანია - თურქეთის ოპერაცია სირიის ტერიტორიაზე უნდა შეწყდეს.  ეს  განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, პარიზში გერმანიის კანცლერთან  განმართული შეხვედრის დასრულების შემდეგ  გააკეთა. 

ემანუელ მაკრონის თქმით სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში შექმნილი ვითარება, ახალი ჰუმანიტარული  კრიზისის შექმნას და დაჯუგფება "ისლამური სახელმწიფოს "აღზევებას შეუწყობს ხელს. 

სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა ოფიციალურ ანკარას გერმანიის კანცლერმაც. ანგელა მერკელსა და რეჯეფ თაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი თურქული მხარის ინიციატივით შედგა.  


close დახურვა