logo
ENG



თურქეთის შს მინისტრის ცნობით, დაკავებულია პირი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში ბომბი დატოვა

14 ნოე 202209:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/14/wi1tc8mmk0x218h.jpg

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სტამბოლის ცენტრში აფეთქების ბრალდებით ერთი ადამიანია დაკავებული - შს უწყების ხელმძღვანელი აფეთქებაში ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) ადანაშაულებს.

მისი თქმით, დაკავებულმა თურქეთის დედაქალაქის ცენტრში "დატოვა ბომბი, რომელმაც აფეთქება გამოიწვია". მინისტრი აცხადებს, რომ ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც მისი მტკიცებით, დაჯგუფების შტაბ-ბინა მდებარეობს. მიუხედავად ამისა, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.

სტამბოლის ცენტრში აფეთქება 13 ნოემბერს მოხდა. ბოლო ცნობებით, გარდაცვლილია 6 ადამიანი, დაშავებული - 80-ზე მეტი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აფეთქება ტერორისტულ აქტს დაუკაშვირა.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის დაშავების შესახებ ინფორმაცია საკონსულოში არ შესულა.


close დახურვა